ახალი ამბები

პოლიტიკაში მოვედი, რადგან მჯეროდა და მჯერა ჩვენი გუნდის, პირადად კვირიკაშვილის -კობერიძე

13 ივნისი, 2018 • 1705
პოლიტიკაში მოვედი, რადგან მჯეროდა და მჯერა ჩვენი გუნდის, პირადად კვირიკაშვილის -კობერიძე

“გიორგი კვირიკაშვილი არის ერთ-ერთი საუკეთესო ქმედითი პრემიერ- მინისტრი, რომელიც ჰყოლია საქართველოს”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ლევან კობერიძე გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას გადადგომის თაობაზე.

“ღირსეული პიროვნება, რომელსაც უყვარს სამშობლო და საქართველოს თოთოეული მოქალაქე. ქვეყნის სამსახური არის მძიმე ტვირთი, ისტორიის ნაწილი, ხშირად დრო სჭირდება იმას, რომ გამოჩნდეს ქვეყნის პირველი პირის დამსახურება და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ იქნება გადააზრებული… მე მოვედი და ვარ აქტიურ პოლიტიკაში, რადგან მჯეროდა და მჯერა ჩვენი გუნდის და გიორგი კვირიკაშილის პირადად. მადლობა, გიორგი”, – წერს კობერიძე.

დღეს, 13 ივნისს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი