ახალი ამბები

პრემიერი გადადგა – რა ხდება ამის შემდეგ პროცედურულად

13 ივნისი, 2018 • 4751
პრემიერი გადადგა – რა ხდება ამის შემდეგ პროცედურულად

დღეს, 13 ივნისს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდა მთავრობას. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა დღეს, 13 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ დროს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება, მის მოავლეობას პირველი ვიცეპრემიერი შეასრულებს (ამ შემთხვევაში, დიმიტრი ქუმსიშვილი).

იმ პოლიტიკურმა ძალამ კი, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა (ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება”). შვიდი დღის ვადაში უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი.  თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი წარადგენს მთავრობის ახალი შემადგენლობასა და ახალ პროგრამას.

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, ხოლო პრეზიდენტი 7 დღის ვადაში წარუდგენს პარლამენტს კანდიდატურებს, რის შემდეგაც პარლამენტმა უნდა გამოუცხადოს ნდობა ახალ მთავრობას.


გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიე- მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

სანამ გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. მისი თქმით, ბევრი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ”მისცა საშუალება საქართველოსთვის ემსახურა” და წარმატებებიც უსურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი