ახალი ამბები

ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-ში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართება

13 ივნისი, 2018 • 990
ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-ში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართება

დღეს, 13 ივნისს, შსს-ში არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა 5 საათზეა ჩანიშნული და ნეტგაზეთის ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებას ეხება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს პრესსსამსახურს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ შეხვედრა მართლაც გაიმართება, თუმცა მათ არ დააზუსტეს, შეხვდება თუ არა არასამთავრობოებს თავად გიორგი გახარია. უწყებაში ასევე არ ასახელებენ ორგანიზაციის სახელებსა და განსახილველ თემას.

თბილისში 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ჩხუბის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

ვრცლად ხორავას ქუჩის საქმის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი