ახალი ამბები

DAAD-ის 2018 წლის სტიპენდიანტი 85 სტუდენტი, მეცნიერი, დოქტორანტი და მეცნიერ-თანამშრომელი გახდა

13 ივნისი, 2018 • 1824
DAAD-ის 2018 წლის სტიპენდიანტი 85 სტუდენტი, მეცნიერი, დოქტორანტი და მეცნიერ-თანამშრომელი გახდა

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის  (DAAD) სტიპენდია წელს საქართველოს მოქალაქე 85-მა სტუდენტმა, მეცნიერმა, დოქტორანტმა და მეცნიერ-თანამშრომელმა მიიღო. 2018 წელს პირველად, სტიპენდიატთა შორის არიან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და DAAD-ის ერთობლივი პროგრამით დაფინანსებული მეცნიერები და მკვლევრები. სტიპენდიანტები გერმანიაში სხვადასხვა დროით გაემგზავრებიან.

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საერთაშორისო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამის მეშვეობით მრავალმა ქართველმა ახალგაზრდამ უკვე მიიღო უმაღლესი დონის განათლება გერმანიაში.

“სტიპენდიანტებს  შესაძლებლობა მიეცათ გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში, უმაღლესი საერთაშორისო რანგის პროფესორების ხელმძღვანელობით,  ცოდნა და გამოცდილება გაიღრმავონ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქართული სახელმწიფოს შემდგომ განვითარებაში და ამასთან ერთად, კიდევ უფრო გააღრმავებენ საქართველო-გერმანიას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობებს,” – აღნიშნა ჩხენკელმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი