ახალი ამბები

როდესაც ხალხში ასეთი უკმაყოფილებაა, მთავრობა უნდა გადადგეს – “ოცნების” წევრი ჭიჭინაძე

13 ივნისი, 2018 • 1829
როდესაც ხალხში ასეთი უკმაყოფილებაა, მთავრობა უნდა გადადგეს – “ოცნების” წევრი ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის თქმით, UNICEF-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამჟამინდელი მთავრობის გადადგომის აუცილებლობას. დეპუტატმა ეს განცხადება რუსთავი 2-ის ეთერში იმის შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტმა მას გუშინდელ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ჰკითხა.

მე გუშინაც ვიძახდი და დღესაც ვამბობ, რომ ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით კი, UNICEF-ის კვლევის შედეგების  კვლევის შემდეგ. მე ვფიქრობ, სხვა პრობლემბთან ერთად,  როდესაც ჩვენ ვერ ვზრდით ეკონომიკას, ბანკებს მივეცით არანორმალური მოგების საშუალება და სწორედ ისინი კარნახობენ ხელისუფლებას, როგორ მოვიქცეთ… როდესაც ხალხში ასეთი უკმაყოფილება სუფევს, მთავრობა უნდა გადადგეს.  ნებისმიერი კრიზისისა და დაძაბულობის გახსნის საშუალება მთავრობის გადადგომაა. რის შემდეგაც იქნება ახალი პროგრამა წამროდგენილი. თუ ამანაც არ უშველა, სხვა ეტაპებიც არსებობს პოლიტიკური ცხოვრების. ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ საზოგადოების ნდობა დავიბრუნოთ,” – განმარტავს დავით ჭიჭინაძე. 

მისივე თქმით, გუშინ, 12 ივნისს გამართულ სხდომაზე საუბარი არ ყოფილა რომელიმე მინისტრის გადადგომაზე. ჭიჭინაძის ინფორმაციით, უმრავლესობა შეჯერდა იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია არსებული პოლიტიკის შეცვლა.

“განსაკუთრებით კი ეს ეხება ბანკებს. როდესაც ერთი ჯგუფი მდიდრდება საქართველოში, ეს ხდება სხვის ხარჯზე. ქვეყანაში ჭარბვალიანობაა, რომელსაც ყველა აღიარებს, როგოც თვითონ ფინანსთა სამინსიტრო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციები. რეალურად ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა ვალიანობის ზრდაზე იყო მიბმული. მე ვფიქრობ, რომ ამ დროს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ და გადაგეს იმიტომ, რომ [საზოგადოების წევრებს] არ სჯერათ ჩვენი სამართლიანობის, არ სჯერათ ჩვენი ეკონომიკის. მე ვფიქრობ, ჩვენ, დეპუტატებს, ვისაც პირადად გვაქვს მიცემული დაპირება, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასეთ შემთხვევაში შევცვალოთ მთავრობა,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. 

გუშინ, 12 ივნისს, მთავრობას “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში 3-საათიანი სხდომა ჰქონდა გამართული.  დილიდან მედიასაშუალებების ნაწილი ინფორმაციას ავრცელებდა, რომ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებები უნდა განეხილათ, აღნიშნულს “ქართულ ოცნებაში” არ ადასტურებენ. როგროც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ლევან კობერიძემ განმარტა, უმრავლესობა 3 საათის განმავლობაში UNICEF-ის კვლევის შედეგებზე მსჯელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი