ახალი ამბები

ილია მეორემ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების მიღება მიულოცა [ფოტო]

12 ივნისი, 2018 • 7798
ილია მეორემ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების მიღება მიულოცა [ფოტო]

10 ივნისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოჯახის წევრებთან ერთად მიიღო.

ილია მეორემ ტოჩინოშინს ოძეკის წოდების მიღება მიულოცა, დალოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა მას.

ტოჩინოშინის ოჯახი ილია მეორესთან

ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ტოჩინოშინს აეროპორტში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებულია. მან 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და იმპერატორის თასი ჩაიბარა. იმპერატორის თასის ფლობა სუმოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან გორგაძე ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა, სამშობლოში ჩამოსვლის შემდეგ კი კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ტოჩინოშინს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი