ახალი ამბები

ქუცნაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე: თვისობრივი ცვლილებები საჭიროა

12 ივნისი, 2018 • 3069
ქუცნაშვილი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე: თვისობრივი ცვლილებები საჭიროა

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობი ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. ამ ხმების პარალელურად, დღესვე, 15 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში დაიწყო უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ივანიშვილთან ერთად გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

სხდომაზე მისული დეპუტატები არ გამორიცხავენ ცვლილებებს.

“პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე მე ახლა პასუხს ვერ გაგცემთ. ცვლილება შესაძლებელი მგონია, რადგან ყოველ ჯერზე საჭიროა გარკვეული განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა და აჩვენა პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას”, – განუცხადა ჟურნალისტებს დეპუტამა ნუკრი ქანთარიამ.

“ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ “მთელი რიგი ცვლილებები საჭიროა, მათ შორის, თვისობრივი ცვლილებები.”

ბოლო დროს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გამართული აქციების უმთავრეს მოთხოვნათა შორის იყო პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი