ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისში შენობა ჩამოინგრა [ფოტო]

12 ივნისი, 2018 • 4015
ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისში შენობა ჩამოინგრა [ფოტო]

11 ივნისს, გვიან საღამოს დაწყებული ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისში, ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მანქანა მოიყოლა.

ფოტოს ავტორი გვანცა ჯობავა ამბობს, რომ შენობა ავარიული იყო და დღეს დილით ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჩამონგრევა დილის 10 :00 საათზე მოხდა. შენობა ავარიული იყო. შემთხვევის შედეგად კი არავინ დაშავებულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, მაშველები 153-ჯერ გამოიძახეს, თუმცა შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ​დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

ძლიერი წვიმის გამო თბილისში შენობა ჩამოინგრა. მეტეხის ქუჩა, ფოტო: გვანცა ჯობავა

მასალების გადაბეჭდვის წესი