ახალი ამბები

ნარკორეალიზაციის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

12 ივნისი, 2018 • 1329
ნარკორეალიზაციის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ლ. დამტკიცების შემთხვევაში დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

უწყებისვე ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 შეკვრად დაფასოებული „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ ფხვნილი, ერთჯერად საინექციო შპრიცში მოთავსებული „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე და ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული – 2 720 ლარი. ჯ.ლ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა – 250 ევრო და 100 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე  საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი