ახალი ამბები

01:00 საათის მდგომარეობით თბილისში მაშველები 153-ჯერ გამოიძახეს

12 ივნისი, 2018 • 1987
01:00 საათის მდგომარეობით თბილისში მაშველები 153-ჯერ გამოიძახეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, მაშველები 153-ჯერ გამოიძახეს, თუმცა შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა.

“ყველაზე მეტი შეტყობინება ფიქსირდება გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. ​შეტყობინებები შემოსულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან. ​ამ წუთებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ​ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა. მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს. ​ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია.​ მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ​დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შემოსულა

მასალების გადაბეჭდვის წესი