ახალი ამბები

ვერეს ხეობის მიმართულებით შსს-მ მოძრაობა ჩაკეტა

12 ივნისი, 2018 • 5539
ვერეს ხეობის მიმართულებით შსს-მ მოძრაობა ჩაკეტა

შსს-ს განცხადებით, ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია.

“კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში – დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი