ახალი ამბები

სარალიძე: მე არ დავჯდები ბესელიასთან სასაუბროდ, თუმცა კომისიიდან მის აცილებას არ ვითხოვ

11 ივნისი, 2018 • 1736
სარალიძე: მე არ დავჯდები ბესელიასთან სასაუბროდ, თუმცა კომისიიდან მის აცილებას არ ვითხოვ

ზაზა სარალიძის თქმით, ის არ ითხოვს, რომ ეკა ბესელიამ საგამოძიებო კომისია დატოვოს. როგორც მან დღეს კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მისი პოზიციაა, რომ ის ბესელიასთან სასაუბროდ არ დაჯდება:

“მე არ დავუჯდები ბესელიას სასაუბაროდ. ის არ მითქვამს, რომ კომისიიდან გააგდეთო ან აიცილეთო”, – აცხადებს სარალიძე.

სარალიძე პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას ნდობას უცხადებს და ამბობს, რომ მან კომისიის წევრებს ღიად დაუსახელა ის პირები, რომლებზეც კომისიამ უნდა იმუშაოს. რაც შეეხება ეკა ბესელიას, სარალიძეს ამ უკანასკნელის მხრიდან მისი მისამართით გადაცემა “არჩევანში” გაკეთებული განცხადებები არ მოეწონა, სადაც ურჩია, მაშინდელ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვედროდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი