ახალი ამბები

“მეტის ღირსი ხარ”- ენმ-ის წევრის თქმით, ასე მიმართა ინგოროყვას ექიმმა

11 ივნისი, 2018 • 4791
“მეტის ღირსი ხარ”- ენმ-ის წევრის თქმით, ასე მიმართა ინგოროყვას ექიმმა

“ნაციონლური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ნინო კვიტაიშვილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს მსუბუქად დაშავდა, ამბობს, რომ ინგოროყვას კლინიკაში ერთ-ერთმა ექმიმმა უთხრა, რომ “მეტის ღირსია”. როგორც ნინო კვიტაიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ექიმმა მას ეს ფრაზა მას შემდეგ უთხრა, რაც გაიგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი იყო და აქციაზე დაშავდა. კითხვაზე, თუ მიმართა კლინიკის ადმინისტრაციას ექიმის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, ნინო კვიტაიშვილი ამბობს, რომ კლინიკის ადმინისტრაციისთვის არ მიუმართვს.

“ნეტგაზეთს” ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, რომ პაციენტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ექიმთან შექმნილი ვითარების შესახებ კლინიკის ბიოეთიკის საბჭოზე განიხილება და დაუყოვნებლივ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები.

კითხვაზე, თუ ესაუბრა ადმინისტრაცია ექიმს, რომელმაც ნინო კვიტაიშვილის მტკიცებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრობის გამო მსგავსი ფრაზა უთხრა, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ როდესაც ინციდენტის შესახებ შეიტყვეს, ექიმი კლინიკიდან უკვე წასული იყო და ამ საკითხზე მას კლინიკის ხელმძღვანელობა ხვალ გაესაუბრება.

“ნეტგაზეთს” სურს ექიმთან დაკავშირება და ამისთვის დასახმარებლად კლინიკის პრესსამსახურს მივმართეთ, მათგან ამ ინფორმაციას ველით.

დღეს, 11 მაისს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ამ დროს დაშავდა ნინო კვიტაიშვილი. მისი თქმით,  ინგოროყვას კლინიკა უკვე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი