ენმ – ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრი პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაშავდა

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, დღეს, 11 მაისს, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების დროს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კვიტაიშვილი დაშავდა. “ნეტგაზეთს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დაპირისპირებისას, რად დროსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს, ნინო კვიტაიშვილი ადგილზე იმყოფებოდა და მაშინ დაშავდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ნინო კვიტაიშვილი ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

დღეს, 11 მაისს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.  ამ დროს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. შსს-ში განაცხადეს, რომ ნიკა მელიაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის პარლამენტის წევრი თავისუფალია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.