ახალი ამბები

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო ნიკა მელიას უკანონო დაკავებას გმობს

11 ივნისი, 2018 • 1804
დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო ნიკა მელიას უკანონო დაკავებას გმობს

“ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქარაძე დღეს, 11 მაისს, ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ პარტია გმობს პარლამენტის ნებართვის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაკავებას.

,,როგორც უმცირესობის ლიდერი მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვ, დაუყონებლივ ჩაერიოს და გამოიყენოს საკუთარი უფლებამოსილება ნიკა მელიას უსწრაფესად გასათავისუფლებლად. ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა ძირეული ცვლილებების და უსამართლო სისტემის დანგრევის აუცილებლობა, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე, და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, ყველაფერს გავაკებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს და უსამართლო სისტემა დაინგრეს,”-აცხადებს დავით ბაქრაძე.

ცოტა ხნის წინ შსს-ში განაცხადეს, რომ ნიკა მელიაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დეპუტატი თავისუფალია.

დღეს, 11 მაისს, მას შემდეგ, რაც პოლიციამ რუსთაველის გმაზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა კარვები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზზე დააბრუნა, ნიკა მელია პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი