ახალი ამბებირეკლამა

GIPA-მ და პენსილვანიის უნივერსიტეტმა ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამა განახორციელეს

11 ივნისი, 2018 • 2232
GIPA-მ და პენსილვანიის უნივერსიტეტმა ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამა განახორციელეს

2018 წლის 28 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) სტუმრად ეწვია პენსილვანიის (აშშ) უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი დონოვან რიპკემა, რომელმაც ორ კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩაატარა ლექციები ადგილობრივი და ამერიკელი სტუდენტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის თემაზე.

დონოვანი რიპკემა – პროფესორი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ისტორიული დაცვის დეპარტამენტი, „მემკვიდრეობის სტრატეგიები“- საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი. რიპკემა არის ავტორი The Economics of Historic Preservation, რომელიც ამჟამად ითარგმნება ქართულ ენაზე. მის პარტნიორებში შედიან ისეთი ორგანიზაციები როგორბიცაა: მსოფლიო ბანკი, ამერიკის განვითარების ბანკი, ევროპის საბჭო და სხვა ქვეყნები,  იგი კონსულტაციებს უწევს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას.

სტუდენტთა ქართულ-ამერიკული ჯგუფი, გაეცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე მოამზადეს რეკომენდაციები ისტორიული მემკვიდრეობების შენარჩუნების, როგორც ეკონომიკური  განვითარების ინსტრუმენტის შესახებ.

კურსის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტური თბილისის ისტორიულ უბნებში, სტუდენტები შეხვდნენ სხვადასხვა ქართველ ექსპერტებს, ხოლო ფინალური პრეზენტაციები გამართეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელსაც დაესწრნენ თბილისის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომიტეტებისა და დეპარტამენტის თანამშრომლები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ GIPA-სა და პენსილვანიის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატები.

მასალების გადაბეჭდვის წესი