მომღერალი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

მძიმე დაავადებასთან ბრძოლის შემდეგ, 56 წლის ასაკში, მომღერალი და მსახიობი გიორგი (გიო) ხუციშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” დათო ოქიტაშვილმა დაუდასტურა.

29 ივნისს გიო ხუციშვილს თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. ღონისძიებას მომღერლის მეგობრები, ახლობლები, მსმენელი და პოლიტიკოსებიც დაესწრნენ.

გიო ხუციშვილის ბოლო სიმღერაა “მომიტევოს ჩემმა თბილისმა”, რომელიც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩაიწერა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.