ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი: პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არავინ დამკავშირებია

11 ივნისი, 2018 • 2397
მალხაზ მაჩალიკაშვილი: პრემიერთან შეხვედრის შემდეგ არავინ დამკავშირებია

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია და არც საქმეზე ყოფილა რაიმე რეაგირება.

მაჩალიკაშვილი პრემიერ-მინისტრს ზაზა სარალიძის მსგავსად 4 ივნისს შეხვდა. შეხვედრას მაჩალიკაშვილის ადვოკატი, შინაგან საქმეთა მინისტრი და  EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე ესწრებოდნენ. მათი განცხადებით გიორგი კვირიკაშვილი მათ დაჰპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა საქმეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 ივნისს აცხადებს, რომ პრემიერტან შეხვედრის შემდეგ არაფერი შეცვლილა:

“ჩემი ვადაც იყო 10 ივნისამდე იყო. ზაზას საქმეში ხალხს ვითომ რაღაც აჩვენეს, ხალხს რომ დაანახოს, ისეთი არაფერი. ზაზას მოთხოვნები რჩება ძალაში. ასევე რჩება ჩემი მოთხოვნები. ჩემს საქმეში არავითარი რეაგირება არ არის. სახელმწიფოს თვითონ ეშინია და თემირლან მაჩაკიაშვილის ხსენება უკვე ყელში აქვთ, არ იციან რომელ წყალში ჩარდნენ. არანაირი, არანირი ცვლილებები ჩემს საქმეზე არ არის.”.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწოვნის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად მართავს აქციებს და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

10 ივნისს საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ უნდა დაისაჯონ სუსის მაღალჩინოსნები და რომ მას ვერავინ გააჩერებს.


ასევე ნახეთ: მაჩალიკაშვილი: ჩვენ, ქისტები, ქართველების ხელში გავიზარდეთ, ამიტომ ვართ ერთნი

მასალების გადაბეჭდვის წესი