ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი: ჩვენ, ქისტები, ქართველების ხელში გავიზარდეთ, ამიტომ ვართ ერთნი

10 ივნისი, 2018 • 3085
მაჩალიკაშვილი: ჩვენ, ქისტები,  ქართველების ხელში გავიზარდეთ, ამიტომ ვართ ერთნი

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების, ვახტანგ გომელაურის და სოსო გოგაშვილის ასევე იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, ვინს მის შვილს ესროლა. მაჩიკაშვილი ითხოვს იმ პირების დასჯასაც, რომლებიც მისი თქმით, ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებას ხელს აფარებდნენ.

ამის შესახებ მაჩალიკაშვილმა დღეს, 10 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლიას ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ტყვიის გარდა ვერაფერი გააჩერებს.

“მე და ზაზამ [სალარიძემ] ის სიმწარე ვიგემეთ და ვდგავართ აქ,  რომ იმდანაშაულებრივმა ჯგუფმა, როგორც ჩვენ გაგვამწარეს, ისე თქვენ არ გაგამწარონ. ჩვენ ამას მივაღწევთ. ყველა დამნაშავე ჯგუფი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში საქართველოს უსაფრთხოების სამსხურის ზემდგომები. გომელაური, გოგაშვილი, ის სპეცრაზმელი და ის ადამიანები, რომლებიც ზაზას შვილის სიკვდლზე ხელს აფარებდნენ და ყველა საზიზღრობას აკეთებდნენ.

დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა მთელს საქართველოს, რომლებიც ამ მძიმე წუთებში დაგვიდექით მე და ზაზას გვერდით.

ჩვენ ერთნი ვართ და ყოველთვის ვიქნებით ერთნი.

ჩვენ პანკისის მაცხოვრები ქისტები ბევრი პოეტი, მწერალი, სახელოვანი სპორტსმენი თქვენს ხელში გავიზარდეთ, ქართველების ხელში, ჩვენ იმიტომ ვართ ერთნი და ვიქნებით ყოველთვის ერთნი. ჩვენ ქისტები ვიქნებით თქვენს გვერდით ჭირში თუ ლხინში. ჩვენ ერთმანეთს არავინ დაგვაშორებს.  პანკისის ხეობაში რაც მოხდა, ასეთი საზარელი, ასეთი სასტიკი მკვლელობა, იმისთვის მოხდა რომ ქართველი და ქისტი ხალხი ერთმანეთისგან დავეშორებინეთ. ეს არ გამოუვიდათ, ეს არ გამოუვათ.

იმიტომ რომ ჩვენ ამ სამშობლოს შვილები ვართ.

მე და ზაზა თქვენი ტანადგომოთ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფერს მივაღწევთ რომ ეს დამნაშავე ჯგუფები დაისაჯოს, ყველამ ამოყოს ციხეში თავი. მე არავინ და არაფერი გამაჩერებს. ტყვია გამაჩერებს მხოლოდ, მაგრამ ვიცი მერე ჩემს გვერდით მთელი საქართელო იქნება. და ამას არ შეარჩენენ. მე მიხარია რომ მთელი საქართველო გამოხვედით და მე და სარალიძეს გვერდით დაგვიდექით. გვიგულეთ ქისტები თქვენს გვერდით.

იცით რომ განხეთქილებას ცდილობენ  ქისტებს და ქართველებს შორის. ვართ თუ არა ჩვენ, ქისტები მოღალატეები? ვართ თუ არა ტერორისტები? არა, არაა, არააა!” – ასე მიმართა მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი