ახალი ამბები

რუსი პარაპლანისტების ცემის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

10 ივნისი, 2018 • 2018
რუსი პარაპლანისტების ცემის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1987 წელს დაბადებული ვ. ზ., 1987 წელს დაბადებული გ. ზ., 1982 წელს დაბადებული გ. ჯ. და 1980 წელს დაბადებული ვ. ბ. ჯფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს – ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს.

ინციდენტი რუსეთის მოქალაქეების ავტომობილში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ აღბეჭდა.  დაპირისპირებული მხარეები პარაპლანისტები არიან და კონფლიქტიც, სავარაუდოდ, სწორედ პარაპლანების მართვასთან დაკავშირებულ ამბავს ეხება.

გამოძიება ჯგფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი