რატომ იყიდება საპატრიარქოს მიერ გამოცემული წიგნის ორი ტომი 3 000 ლარად

მაღაზია “წიგნის სახლი” საპატრიარქოს მიერ გამოცმული სამტომეულის ორ ტომს 3 000 ლარად ჰყიდის.”ნათელი ქრისტესი საქართველო”, ასე ქვია წიგნს, რომლის ერთი ტომიც 1 500 ლარი ღირს და წიგნი შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და მასში შესულია ხელნაწერები და ფოტომასალა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, რატომ ღირს წიგნის ორი ტომი 3000 ლარი.

როგორც მაღაზიაში განაცხადეს, წიგნი გასაყიდად კერძო პირმა მიიტანა, რომლის ვინაობასაც მაღაზიაში მისი თანხმობის გარეშე არ ასახელებენ. მაღაზიის ცნობითვე, კერძო პირმა საპატრიარქოსგან საჩუქრად მიიღო წიგნის ორი ტომი და  2 400 ლარად მაღაზიას ჩააბარა, 600 ლარი კი ფასს, თავად მაღაზიამ დაამატა. მაღაზიაში წიგნის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იყიდება.

სამტომეულის მესამე ტომის პრეზენტაცია 2016 წლის დეკემბერში საპატრიარქოში გაიმართა. სამტომეულზე მუშაობა 16 წელი მიმდინარეობდა. ტრილოგიის ერთ-ერთი ავტორისა და მთავარი რედაქტორის, ნესტან კირთაძის თქმით, წიგნი შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და მასში შესულია ხელნაწერები და ფოტომასალა.

ნესტან კირთაძის თქმით, წიგნი არის “მონუმენტური ძეგლი-მატიანე”, რომელმაც ქართულ და არაქართულენოვან მკითხველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც არის ქრისტიანული ქვეყანა, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი.

 

ნესტან კირთაძის თქმით, იდეის ავტორი ილია მეორეა.მესამე ტომის გამოცემა საქართველოს კულტურის სამინისტრომ 254 000 ლარით დააფინანსა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com