ახალი ამბები

პროკურატურა მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

10 ივნისი, 2018 • 1800
პროკურატურა მირზა სუბელიანისა და მერაბ მორჩაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურამ ბრალი წაუყენა ხორავას ორ პირს, მირზა სუბელიანს და მერაბ მორჩაძეს, რომლებიც პოლიციამ ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვნების მკვლელობის საქმესტან დაკავშირებით დააკავა. ორივე მათგანისთვის აღმკვეთი ღონსძიების სახით პროკურატურა პატიმრობას ითხოვს.

მერაბ მორჩაძეს  ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მიწოდებული ინფორმაციის შეცვლის მიზნით მოწმის მოსყიდვა  ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით), ხოლო მირზა სუბელიანს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა).

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მ.მ.-მ ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის თვითმხილველ მოწმეზე მ.კ.-ზე გამოძიებისთვის მიცემული ინფორმაციის შეცვლის მიზნით განახორციელა ზემოქმედება, კერძოდ მ.მ.-მ თვითმხილველ მოწმეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა და დაპირდა, რომ თუ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს შეცვლიდა გამოძიებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას და გ.ჯ.-ს არ ამხელდა დანაშაულში მას მატერიალურად დაეხმარებოდა და მოსალოდნელი გართულებების შემთხვევაში უზრუნველყოფდა მედიისა და საზოგადოების ფართო მასების მხარდაჭერას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს”, – ნათქვამია პროკურატურის 10 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მირზა სუბელიანი პოლიციამ შაბათს, 9 ივნისს დააკავა, მორჩაძე კი 8 ივნისს.

მათ დაკავებას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრუწლოვნის მამის, ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების მრავალათასიანი აქციები თბილისში, რის შედეგადაც ქვეყნის მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადადგა.

სარალიძე ხელისუფლებას მკვლელობის გამოძიებას და მისი შვილის მკვლელების დასჯას თხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი