პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავეს.

საპატრულო პოლიციის ცნობით, დააკავებულებიდან ერთმა შეირაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეს, რომელსაც ასევე მიაყენეს შეურაცხყოფა.  “ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით”.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე  მიმართავს მოქალაქეებს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი.

“რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს ნებისმიერი პირი, რომელიც ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას  კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება. ყველა მსგავს ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ რეაგირებას”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.