ახალი ამბები

ზაზა სარალიძე: ვითხოვ გახარიას და წულუკიანის გადაგომას

10 ივნისი, 2018 • 2435
ზაზა სარალიძე: ვითხოვ გახარიას და წულუკიანის გადაგომას

დღეს, 10 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწოვნის მამამ ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. 

“ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება დაიწყო გახარიას უწყებამ და რამოდენიმე დღეში გადაეცა პროკურატურას. ანუ რისი თქმა მინდა, გახარიას უწყებამ დაიწყო ამ საქმის გაყალბება. და ბოლოს, როცა ქუჩაში თქვენი დახმარებით მომიწია გამოსვლა, ისევ დაუბრუნეს გახარიას უწყებას. არ ვენდობი გახარიას უწყებას, მაგრამ გადავდგი ნაბიჯი, მივეცი 10 რიუცხვამდე დრო, კონკრეტული ნაბიჯები რომ გადაედგათ.

იმის მაგივრად რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგათ, ისევ გააგრძელეს ჩემი და ჩემი შვილის სულში ჩაფურთხება და მალხაზ მაჩიკაშვილის შვილის სულში ჩაფურთხება.

გუშინ წინ დაკავებული პიროვნება მორჩაძე, რომელიც არის მიხეილ კალანდიას ბიძა, ეს არ არის შსს-ს აღმოჩენა, ეს ჩვენი საქმის პროკურორმა იცოდა 15 აპრილს, ამით ახლა ცდილობენ მიხეილ კალანდიას ჩვენება გააპრავონ და პასუხისგებაში არ მისცენ რეალური ჩემი შვილის მკვლელი.  რა ვქნა, მივცე ნება?”, – მიმართა სარალიძემ აქციის მონაწილეებს. 

სუბელიანი პირველივე დღიდან იყო დასაკავებელი ამ ფაქტზე, რის გამოც 6 თვის შემდეგ დააკავეს. არის თუ არა ეს პროკურორების დანაშაული, რომლებმაც მაშინ ყურადღება არ გაამახვილეს ამაზე და ახლა იძულებული გახდნენ დაეკავებინათ?

მე პირადად ვგებულობ ასეთ მოცემულობას – შოთაძე გადადგა, მე მხოლოდ გადადგომა არ მომითხოვია, პასუხისგებნაში უნდა მიცემულიყო.  ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას,. რომელმაც ფეხზე დაგვიკიდა და კიდევ შეეცადა ჩვენი შვილის სულში ჩაფურთხებას.  ვითხოვ გახარიას გადადგომას.”, – განაცხადა სარალიძემ და დასძინა, რომ უერთდება თეა წულუკიანის, იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნას, რადგანაც, მისი თქმით, მას აღარ აქვს უფლება დანიშნოს მთავარი პროკურორი. 

აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც სუსის მაღალჩინოსნების გათავისუფლება მოითხოვა.

აქცია “ნუ მომკლავ” პარლამენტთან დაახლოებით 17.00 საათზე დაიწყო.

ნუ მომკლავ -ზაზა სარალიძის და მისი მხარდამჭერების აქცია პარლამენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი