ახალი ამბები

სენაკში ოპოზიციის ოფისში შესაძლო მიყურადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

10 ივნისი, 2018 • 3839
სენაკში ოპოზიციის ოფისში შესაძლო მიყურადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სენაკში ოპოზიციის ოფისში შესაძლო მიყურადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავდაპირველად რუსთავი 2-მა გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  სენაკში 9 ივნისს  ოპოზიციური პარტიების რეგიონული შეხვედრის დროს სუს-ის თანამშრომელი ფარულ გადაღებას აწარმოებდა.  ოპოზიციის წარმომადგენლებმა ეს პირი დააკავეს და მას მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურა აღმოაჩნდა. კადრებში ჩანს პირი, რომელსაც ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენლები გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ამის შემდეგ მათ პატრული გამოიძახეს, რომელმაც ოქმი შეადგინა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ , რომ პატრულმა არ დალუქა ნივთი, რომელიც მათი აზრით მტიცებულებას წარმოაგდენს.
საბოლოოდ, პირმა, რომელიც ადგილობრივი ოპოზიციის განცხადებით სუს-ის აგენტი იყო და მათ უთვალთვალებდა, ტეროტორია დატოვა ისე, რომ პოლიციას არ დაუკავებია.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სენაკში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მართავდნენ.
როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება 158-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა). ასევე, შსს-ის განცხადებით, გამოძიება დაიწყო სსსკ-ის 178-ე მუხლით (ძარცვა). შსს-ში აცხადებენ, რომ  ერთმა მხარემ განაცხადა, რომ ტექიკა წაართვეს და ამ შეტყობინებაზე დაიწყო გამოძიება ძარცვის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი