სააგენტო: გომბორზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია

გომბორზე მომხდარი ავტოავარიის შემდეგ დაწყებული სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სააგენტოს ცნობით, მაშველებმა ხევიდან ყველა დაშავებული ამოიყვანეს. პირველადი მონაცმეებით, საუბარია ცხრა დაშავებულზე, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

გზის მონაკვეთი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ამ დრომდე ჩაკეტილია, რის გამოც თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია.

ავარია გომბორის უღელტეხილზე დღეს, 9 ივნისს მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც მოსწავლეები ექსკურსიაზე გადაჰყავდა, ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან