ახალი ამბები

კახეთში ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა – დაღუპულია 4 ადამიანი

9 ივნისი, 2018 • 4897
კახეთში ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი  ხრამში გადავარდა – დაღუპულია 4 ადამიანი

გომბორის უღელტეხილზე თბილისიდან მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი და სამი ქალია. არიან დაშავებულებიც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსს მოსწავლეები ექსკურსიაზე მიჰყავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276 მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი