ახალი ამბები

თეა წადი – აქცია იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით

8 ივნისი, 2018 • 2973
თეა წადი – აქცია იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით

თბილისში, იუსტიციის სახლთან აქცია დაიწყო, რომლის მონაწილეებიც მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორია საინიციატი ჯგუფი – თავისუფლებისთვის.

აქცია თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან. 8 ივნისი, 2018 წელი. თბილისი. საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქცია თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსთან. 8 ივნისი, 2018 წელი. თბილისი. საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

აქციის ორგანიზატორები მიიჩნევნ, რომ:

  • იუსტიციის მინისტრი არის პერსონალურად პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც არ განხორციელდა;
  • იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს;
  • იუსტიციის მინისტრმა მთავარ პროკურორ შოთაძეს მადლობა გადაუხადა კარგად შესრულებული საქმიანობისთვის მისი გადადგომის შემდეგ;
  • იუსტიციის მინისტრის მიერ შერჩეულმა ოთხიდან ვერც ერთმა მთავარმა პროკურორმა ვერ იმუშავა დამოუკიდებლად;
  • თეა წულუკიანი არ აღიარებს და პატივს არ სცემს სასამართლო ხელისუფლებას! ის არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს გახმაურებულ საქმეებზე, იყენებს ინსტიტუციურ მექანიზმებს პირადი მიზნებისთვის, უკანონოდ ათავისუფლებს თანამშრომლებს სამსახურიდან;
  • იუსტიციის მინისტრმა არამიზნობრივად გაზარდა საშტატო ერთეულთა რაოდენობა იუსტიციის სისტემაში და პარტიული აქტივისტებით გაავსო სამინისტრო;
  • თეა წულუკიანს არ აქვს იურისტის დიპლომი;
  • სტრასბურგმა ორჯერ დაუწუნა მოსამართლეთა სია;
  • წაგებული აქვს თითქმის ყველა საქმე საერთაშორისო დონეზე;
  • იუსტიციის მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა არასამთავრობო სექტორმა;

ამ აქციამდე, დღეს, აქტივისტებმა  იუსტიციის სახლში ჰელიუმის შავი ბუშტები, წარწერით “თეა, წადი!” გაუშვეს, რითაც კიდევ ერთხელ მოითხოვეს იუსტიციის მინისტრის გადადგომა.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი