ახალი ამბებირეკლამა

რამადა ენკორ თბილისში პირველი „შავი ლომის ჰაბი“ გაიხსნება

8 ივნისი, 2018 • 1981
რამადა ენკორ თბილისში პირველი „შავი ლომის ჰაბი“ გაიხსნება

საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „რამადა ენკორ თბილისში“ პირველი ქართული კრაფტ ლუდის ბრენდი – „შავი ლომი“  შედის. რესტორანი „შავი ლომის ჰაბი“ ბრენდის ერთგვარი ფლაგმანი გახდება, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ ექსკლუზიურად დააგემოვნონ „შავი ლომის“ ოთხივე ქვეკატეგორიის პრემიალური ჩამოსასხმელი კრაფტ ლუდი და ასევე, ამ ბრენდის ყველა სახეობის ბოთლის ლუდი.

დღეს, ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, მოწვეული მედიის წარმომადგენლებისთვის კრაფტ ლუდის დეგუსტაცია მოეწყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხმვა გემოსა და არომატის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა სასმელი, რომელიც დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულით. ასევე საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ რესტორნის შეფ მზარეულის მიერ ლუდის თითუელი კატეგორიისთვის სპეციალურად შეხამებულ კერძებს.

„შავი ლომის“ კრაფტ ლუდი რევოლუციური პროდუქტია ლუდის სფეროში. მისი ხარშვის პროცესი დამოკიდებულია ტექნოლოგის იმპროვიზაციაზე, ექსპერიმენტებსა და გამოცდილებაზე. კრაფტ ლუდს განსხვავებული გემო, სტრუქტურა და არომატი აქვს, არ უკეთდება მავნე დანამატები და პასტერიზაცია. გემოების საერთო დახასიათება კი შეიძლება იყოს – ტკბილი, მწარე, მჟავე, ხილის, შემწვარი, მოხალული, შოკოლადის და ა.შ.

ყაზბგების გამზირზე, №15-ში მდებარე რამადა ენკორ თბილისში არსებული რესტორანი „შავი ლომის ჰაბი“ სტუმრების მიღებას 16 ივნისიდან შეძლებს და მათ უნიკალურ ლუდთან ერთად, განსაკუთრებულ გარემოსაც შესთავაზებს, რაც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საყვარელი ნაკრების ქომაგობას უფრო სასიამოვნო პროცესად აქცევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი