ახალი ამბები

გორში მაღაზია გაქურდეს – მოიპარეს მხოლოდ “ნისიების” რვეული

8 ივნისი, 2018 • 5796
გორში მაღაზია გაქურდეს – მოიპარეს მხოლოდ “ნისიების” რვეული

წუხელ კომბინატის დასახლებაში, გორგასლის ქუჩაზე, ტანსაცმლის მაღაზიიდან “ნისიების” რვეული მოიპარეს. ადგილზე ამ დრომდე გამომძიებლები მუშაობენ. ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, “ნისიების” რვეულთან ერთად, მაღაზიიდან ტანსაცმელი არ წაუღიათ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ინფორმაცია თავდაპირველად “ნიუპოსტმა” გაავრცელა.

“ნისიის”‘ განმარტება. სქრინი: TV11

მასალების გადაბეჭდვის წესი