ახალი ამბები

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

8 ივნისი, 2018 • 3604
2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართულის გამოცდით დაიწყება. Naec-ის ინფორმაციით, წელს გამოცდები 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება სხვა საგნებს, სრული განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა დალიტერატურა;
  • 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები;
  • 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
  • – ივლისი (პირველი სესია) – რუსული ენა;
  • 10 – ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
  • 10 – ივლისი (პირველი სესია) – გერმანული ენა;
  • 13 – ივლისი (მეორე სესია) – მათემატიკა;
  • 16 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – გეოგრაფია;
  • 17 – ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ისტორია;
  • 19 – ივლისი (პირველი სესია) – ლიტერატურა;
  • 20 – ივლისი (მეორე სესია) – ბიოლოგია;
  • 24 – ივლისი (პირველი სესია) – სამოქალაქო განათლება;
  • 25 – ივლისი (პირველი სესია) – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
  • 25 – ივლისი (პირველი სესია) – ქიმია;
  • 26 – ივლისი (პირველი სესია) – ფიზიკა

გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. ძირითად ეტაპზე აუცილებელია პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება. 15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ამ დროისათვის არსებული მონაცემებით რეგისტრირებულია:

  • 36 000 – მდე აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის;
  • 2 500 – ზე მეტი სტუდენტი  საგრანტო კონკურსისათვის;
  • 9 000 – მდე მაგისტრანტობის კანდიდატი;
  • 17 000 – მდე აპლიკანტი მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი