ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში რევოლუციის საფრთხის გამო სახელმწიფო მინისტრი და ძალოვანები შეცვალეს

8 ივნისი, 2018 • 1810
ყარაბაღში რევოლუციის საფრთხის გამო სახელმწიფო მინისტრი და ძალოვანები შეცვალეს

მოქალაქეთა საპროტესტო აქციების შედეგად, მთიანი ყარაბაღის მმართველ ელიტაში ფართომასშტაბიანი რეფორმები განცხორციელდა.

თანამდებობა დატოვა სახელმწიფო მინისტრმა, არიკ არუტუნიანმა, რომელიც ამ პოსტზე ფინანსთა მინისტრმა, გრიგორ მარტიროსიანმა შეცვალა. გადადგა ასევე პოლიციის უფროსი კამო აღაჯანიანი და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არშავირ გარამიანი.

მათ გადადგომას სტეპანაკერტში რამდენიმე დღის წინ გამართული საპროსტეტო აქციების მონაწილეები ითხოვნენ.

მედიის ცნობით, 2018 წლის 1 ივნისს სამართალდამცველებმა ყარაბაღის ორ მოქალაქეს სცემეს. აღნიშნულმა ინციდენტმა საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია – სტეპაკანერტში რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციები 4 ივნისს სომხეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების შემდეგ დასრულდა. ფაშინიანმა საზოგადოებას მოუწოდა დაშლილიყო. ამგვარად, ხელისუფლებისთვის ცვლილებების განსახორციელებლად შესაძლებლობა მიეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი