ახალი ამბებისამართალი

ზვიად დევდარიანმა 8 პირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ორშაბათისთვის გადადო

8 ივნისი, 2018 • 2393
ზვიად დევდარიანმა 8 პირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ორშაბათისთვის გადადო

ზვიად დევდარიანის პრესსამსახურის თქმით, პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით 8 პირის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ტექნიკური მიზეზების გამო ორშაბათისთვის გადაიდო.

“ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, ხელი შეუწყო ამ ინფორმაციის ტირაჟირებას, თუ როგორ დაიგეგმა ეს კამპანია, ვის ინტერესებში იყო და, შესაბმისად, მკაცრად მოვთხოვთ პასუხს კანონით დადგენილი წესით”, – განაცხადა 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე ზვიად დევდარიანის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ.

ადვოკატს არ დაუკონკრეტებია სახელები და გვარები, თუ ვის წინააღმდეგაც აპირებენ ჩივილს. უფრო კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით დევდარიანის მხარე შაბათს აპირებს საუბარს.

მოკლედ:

მას შემდეგ, რაც ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველმა სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა, ქალთა მოძრაობამ ქალების სექსუალურ შევიწროებაში 17 მარტს დაადანაშაულა.

“ნეტგაზეთმა” ინტერვიუ ჩაწერა რამდენიმე ქალთან, რომლებმაც ზვიად დევდარიანის მხრიდან შევიწროებაზე კონფიდენციალურად ისაუბრეს. კიდევ რამდენიმე ისტორია გამოაქვეყნა ქალთა მოძრაობამ და ტაბულამ. დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს. საქმეს იკვლევს სახალხო დამცველი, ასევე გამოძიება დაწყებული აქვს შსს-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი