ახალი ამბები

ნასამ მარსზე ორგანული მასალა აღმოაჩინა

7 ივნისი, 2018 • 2492
ნასამ მარსზე ორგანული მასალა აღმოაჩინა

ნასას კუთვნილმა უპილოტო პლანეტამსვლელმა Curiosity-მ წითელ პლანეტაზე კომპლექსური ორგანული მასალა აღმოაჩნა, რომელიც 3 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბებული ნალექების სიღრმეში იყო ჩამარხული.

The Guardian -ის ცნობით, ეს აღმოჩენა არის აქამდე არსებული ყველაზე მყარი მტკიცებულება, რომ მანამდე, სანამ მარსზე დღევანდელი მდგომარეობა დაისადგურებდა, იგულისხმება პლანეტის სიმშრალე, მარსის ტბები ნახშირბადზე დაფუძნებული შენაერთებით მდიდარი იყო, რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის.

მკვლევრები ვერ ამბობენ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ორგანული მასალა და კვლავ პასუხგაუცემელია მთავარი შეკითხვა – არის თუ არა შენაერთები წარსულში არსებული ორგანიზმების შედეგად დარჩენილი, ან ქიმიური რეაქციების შედეგად მიღებული ნაერთები, თუ ეს ნაერთები მარსზე კომეტების და სხვა სხეულების ვარდნის შედეგად გაჩნდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით მასალის წყარო, მისი გასაოცარი კონსისტენცია იმედის მომცემი სიგნალია. ეს არ გვეუბნება, რომ მარსზე სიცოცხლე იყო, მაგრამ ეს გვეუბნება, რომ ყველაფერი, რაც ორგანიზმებისთვის საჭიროა, ამ გარემოში არსებობდა”,- აცხადებენ ნასაში.

მოხეტიალე Curiosity მარსზე 2012 წლის აგვისტოს შემდეგ იმყოფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი