ახალი ამბები

ნორიოში ნაცემი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა – დაკავებულია 1 პირი

7 ივნისი, 2018 • 2983
ნორიოში ნაცემი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა – დაკავებულია 1 პირი

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვაზიანის საარტილერიო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცის, 31 წლის სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა; თავის მძიმე დაზიანებით ის მეთორმეტე დღეა კომატოზურ მდგომარეობაშია.

როგორც რუსთავი 2 იუწყება, დაშავებული თავდაპირველად მარნეულის საავადმყოფოში შეიყვანეს, თითქოს ის მოწამლული იყო, ტრავმის მიღებიდან დროის გასვლის შემდეგ კი მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის ღამეს სამხედროები ნორიოს ღვთაების მამათა მონასტრიდან 4 კილომეტრის მოშორებით, ტყეში გაჩერდნენ, რა დროსაც უცნობი მიზეზით მათ შორის ინციდენტი მოხდა. მათივე ინფორმაციით, 25 მაისს ჯარისკაცები მონასტრის მოსალოცად იმყოფებოდნენ.

საქმეზე ერთი ჯარისკაცია დაკავებული, თუმცა ოჯახი აცხადებს, რომ სერგო ჯიმშიაშვილს რამდენიმე ჯარისჯკაცმა და მეთაურებმა სცემეს.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულსხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი