პატრულის მანქანა ბავშვს დაეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, 7 ივნისს, თბილისში პატრულის მანქანა ბავშვს დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა გზის სავალ ნაწილზე მოხდა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლია, რომელმაც  გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება,

მუხლი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

შსს-ს ცნობით ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com