ახალი ამბებირეკლამატექნოლოგიები

Space – პირველი ციფრული ბანკი საქართველოში

7 ივნისი, 2018 • 19215
Space – პირველი ციფრული ბანკი საქართველოში

პირველად რეგიონში, სრულიად ციფრული საბანკო მომსახურება – სფეისი შეიქმნა. სფეისი ე.წ. ნეობანკია,  ანუ ბანკი ფილიალისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც მხოლოდ მობილურში არსებობს აპლიკაციის სახით. სფეისი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლებზე და მიზნად ისახავს ყველაზე მარტივი, გამჭვირვალე და მყისიერი ყოველდღიური ფინანსური სერვისების მიწოდებას.

აპლიკაციის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ:
[checklist]

  • დარეგისტრირდეთ და დისტანციურად გახსნათ საბანკო ანგარიში
  • მიიღოთ ვიზა კლასიკის ტიპის სფეის ბარათი უფასოდ, კურიერის მეშვეობით ნებისმიერ მისამართზე, საქართველოს მასშტაბით.
  • აიღოთ სესხი მყისიერად, დისტანციურად, ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, ამ სისწრაფეში არ გადაიხადოთ დამატებითი საფასური.
  • გადარიცხოთ ფული 24/7-ზე, ნებისმიერ ქართულ ბანკში მობილური ტელეფონით, ან მესენჯერით: whatsapp-ით , facebook-ით, viber-ით
  • მართოთ ნებისმიერი ბანკის ბარათები ერთი აპლიკაციის მეშვეობით.
  • გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები და შეავსოთ მობილურის ბალანსი

[/checklist]

„სფეისის შექმნის იდეა დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ყოველდღიური ბანკინგი შეიძლება ყოფილიყო უკეთესი. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ თუ ტრადიციული ბანკური მიდგომების ჩარჩოებიდან და ძველი ტექნოლოგიების შეზღუდვებიდან გამოვიდოდით, ჩვენ შეგვეძლო ძალიან მოკლე ვადებში შეგვექმნა საქართველოში ახალი ტიპის ნეო ბანკი, რომელიც უკეთ უპასუხებდა თანამედროვე ადამიანების მოთხოვნებს და მიზნებს.

ამ იდეით და სფეისის პირველი პროტოტიპებით, გუნდის რამდენიმე  წევრი მივედით „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტთან. დეტალური ანალიზის შემდეგ, მათ დაიჯერეს ჩვენი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს. რაც მთავარია, მოგვცეს დამოუკიდებლობა, რომ შეგვექმნა ისეთი ფინანსური პროდუქტი, რომელიც ჩვენ, როგორც მომხმარებლებს გვჭირდებოდა და მოგვეწონებოდა“ , -ამბობს Space-ის პროექტის მენეჯერი, ლაშა გურგენიძე.

[blue_box]განსხვავება ინტერნეტბანკისგან[/blue_box]

ლაშა გურგენიძის თქმით, ინტერნეტ და მობაილბანკი საბანკო ინდუსტრიის ევოლუციის წინა ეტაპია. როგორც წესი, ამ არხების საშუალებით, ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც შექმნილი იყო ფილიალებში გასაყიდად და ამის გამო, ეს პროდუქტები ნაკლებად  არის ადაპტირებული დისტანციური მომსახურებისთვის. მაგალითად, იმისთვის, რომ დარეგისტრირდეთ ამ სერვისებზე, თქვენ უნდა მიხვიდეთ ფილიალში, გახდეთ ბანკის კლიენტი და მიიღოთ წვდომა თქვენთვის სასურველ მომსახურებაზე. ამის შემდეგ, თქვენ პერიოდულად კიდევ მოგიწევთ ფილიალში მისვლა მომსახურების ადგილზე მისაღებად.    

„სფეისში ჩვენ არ გვაქვს ფილიალები, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩვენი პროდუქტი და სერვისი ხელმისაწვდომია დისტანციურად. ჩვენ პირველებმა შემოვიტანეთ ისეთი სიახლეები ბაზარზე, როგორიცაა დისტანციური ვერიფიკაცია და ანგარიშის გახსნა, მყისიერი გადარიცხვები ნებისმიერ ქართულ ბანკში 24/7-ზე, სესხის აღება ნებისმიერ დროს, მაშინაც კი, როცა არ გაქვთ ჩვენთან საკრედიტო ისტორია ან წინასწარ დამტკიცებული სესხი.“

[blue_box]უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვა[/blue_box]

ლაშა გურგენიძის თქმით, როცა ციფრულ ბანკს ქმნი, უსაფრთხოებისა და მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა ნომერ პირველი პრიორიტეტია.

„სწორედ ამიტომ, ჩვენ პროექტზე მუშაობის პირველი დღეებიდან ჩავრთეთ ინფორმაციული უსაფთხოების დარგში მომუშავე გამოცდილი და მსოფლიოში აღიარებული კომპანიები და მათთან ერთად, პერმანენტულად ვახორციელებთ ჩვენი სისტემების აუდიტს და განახლებას.

გარდა ამისა, სფეისის ინფორმაციული სისტემები მთლიანად განთავსებულია Amazon Cloud-ზე, რომელიც  ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული გარემოა.“

[blue_box]მომხმარებლების ინტერესის დაცვა[/blue_box]

Space-ის პროექტზე მუშაობისას გუნდი აქტიურად გადიოდა კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ თავიდანვე სრულად გაგვეთვალისწინებინა ეროვნული ბანკის და სხვა ყველა მარეგურილებელის საკანონმდებლო მოთხოვნები.  ამასთან, სფეისში ვთვლით, რომ მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების საწინდარი არის გამჭვირვალობა და გულწრფელობა“ , – ამბობს ლაშა გურგენიძე.

[blue_box]როგორ განვითარდება Space[/blue_box]

სფეისი სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოჩნდა და ამის მიუხედავად, აპლიკაციის გუნდს უკვე ძალიან ბევრი ახალი იდეა აქვს. ისინი ამ ეტაპზე,  აქცენტს ყოველდღიური საბანკო მომსახურების გამარტივებაზე აკეთებენ:

“სულ ცოტა ხანში, ვფიქრობ, არ დარჩება ისეთი ფინანსური მომსახურება, რომელშიც ჩვენ არ შევიტანთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ცვლილებებს.”

სფეისთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფეისის მომხმარებლებზე ზრუნვის განყოფილებას – 2 711 711 ან მისწეროთ ფეისბუქზე.

სფეისის გადმოწერა შესაძლებელია როგორც App Store-დან, ისე Google Play-დან. ვებ-გვერდის მისამართია:www.space.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი