ახალი ამბები

თურქეთში მკვლელობის ბრალდებით ერთი ქართველი დააკავეს, მის ძმას ეძებენ

7 ივნისი, 2018 • 2509
თურქეთში მკვლელობის ბრალდებით ერთი ქართველი დააკავეს, მის ძმას ეძებენ

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს, მისი 25 წლის ძმას კი ეძებენ. ქართველ ძმებს 59 წლის კაცის მკვლელობა, დაყაჩაღება და მისი ოჯახის წამება ედებათ ბრალად.

თურქული მედიის ცნობით, ქართველი ძმები ორჰან ჩელიკმა ორი თვის წინ ტექნიკის კუთვნილ მაღაზიაში დაასაქმა. როგორც გამოძიება აცხადებს, ძმები ჩელიკს თავს დაესხნენ მაღაზიაში და ცოლთან ერთად გაკოჭეს, რა დროსაც მათ სცემეს. შემთხვევას შეესწრო წყვილის ზრდასრული შვილი, რომელმაც ერთ თავდამსხმელს თავში ლარნაკი ჩაარტყა, მეორე კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. გამოძახებულ პოლიციას მაღაზიის მფლობელი კაცი უკვე მოკლული დახვდა, მისი ცოლ–შვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება ერთ თავდამსხმელს, ის ადგილზე დააკავეს.

როგორც თურქული მედია იუწყება, 28 წლის თავდამსხმელმა დაკითხვისას თქვა, რომ დამსაქმებელი მათ კუთვნილ ფულს არ უხდიდა, რის გამოც ფულის ძალით ამოღება გადაწყვიტეს და მისი მოკვლა მიზნად არ ჰქონიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი