ახალი ამბები

200 დაკარგული და 75-ზე მეტი გარდაცვლილი – ვულკანის ამოფრქვევა გვატემალაში

7 ივნისი, 2018 • 2237
200 დაკარგული და 75-ზე მეტი გარდაცვლილი – ვულკანის ამოფრქვევა გვატემალაში

The Guardian-ის ცნობით, გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 75-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო საგანგებო სამსახურები უშედეგოდ ეძებენ 200-მდე დაკარგულ ადამიანს.

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა, რადგან მათი სახლები ვულკანმა გაანადგურა.

მეხანძრეები აცხადებენ, რომ დაკარგულების ცოცხლად პოვნის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს, ვულკანის ამოფრქვევიდან უკვე 72 საათია გასული. მიმდებარე რეგიონს მთლიანად ფარავს ვულკანური ფერფლი. ვითარება გაართულა წვიმამაც, რადგნ ტალახის სქელი ფენის აღება შეუძლებელი ხდება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ვულკანს 75-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 192 ადამიანი დაკარგულად ითვლება და არსებობს მოლოდინი, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. 3 319 ადამიანი კი თავშესაფრებშია გადაყვანილი.

გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არსებული მდგომარეობა ფოტო: ეპა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი