ახალი ამბები

ანონსი – 7 ივნისი

6 ივნისი, 2018 • 1649
ანონსი – 7 ივნისი

10:00 – სასტუმრო „რუმსში,“ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) სამდივნო, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციასთან, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, გამართავს სემინარს თემაზე „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა და საქართველოს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა“.

10:00 – ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა თემაზე: საქართველოს ღია პარლამენტის 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებული რეკომენდაციების პრეზენტაცია და განხილვა; საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ანგარიში. სასტუმრო „თბილისი რუმსი“.

10:00 –  ანა დოლიძის აცილების შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ სარჩელის განხილვა დაიწყება. საია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უსაფუძვლო აცილებების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებით დაირღვა ანა დოლიძის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლება, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები განეხორციელებინა თავისუფლად და შეუფერხებლად. მის: თბილისის საქალაქო სასამართლო.

10:30 – ელექტრო-მექანიკური დანადგარების მწარმოებელი მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული კომპანია ANDRITZ პრეზენტაციას გამართავს სასტუმრო რედისონში. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ANDRITZ ხელმძღვანელი პირები, ავსტრიის ელჩი, საჯარო, კერძო სექტორის და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.

11:00 –  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა.

13:00 –  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა.

13:00 – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა.

13:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების მხარდაჭერით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას წარუძღვებიან განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი და კულტურისა და სპორტი მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

14:00 – ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია ბათუმის კინოფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში სექტემბერში გაიმართება.

15:00 –  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა.

17:00 – აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

19:00 – მწერალთა სახლი გეპატიჟებათ ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე. ჟიურის წევრები 6 ნომინაციაში გამოავლენენ თავიანთ რჩეულებს.

19:00 – კინოს სახლის კინოდარბაზში გაიმართება წიგნის “კინო რეჟისორის კონსპექტები” პრეზენტაცია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი