ახალი ამბებიეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი – 2018 წელს საქათველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

7 ივნისი, 2018 • 2153
აზიის განვითარების ბანკი – 2018 წელს საქათველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება

აზიის განვითარების ბანკის პროგნოზით, 2018 წელს ინფლაცია თითქმის განახევრდება და 3.5% იქნება, ნაცვლად 6%-ისა, რაც 2017 წელს იყო. ამის შესახებ ბანკის 2018 წლის მიმოხილვში წერია. ADB ინფლაციის შემცირების მთავრ მიზეზად აქციზს ასახელებს. ბანკში მიაჩნიათ, რომ აქციზის ზრდის გავლენა, რამაც პროდუქტებზე ფასების ზრდა გამოიწვია, 2018 წელს აღარ იქნება.

რაც შეეხება ეკონომიკური მაჩვენებლების მიმოხილვისას, ADB-ში მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკი ცდილობდა ინფლაციას ეკონომიკურ ზრდაზე დიდი გავლენა არ ექონია. მიმოხილვაში მოხვდა სებ-ის მიერ მონეტარულ პოლიტიკაში განხორციელებული სხვა ცვლილებებიც. ADB-ის ინფორმაციით, ცეტრალური ბანკის ლარიზაციის პოლიტიკით შემცირდა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების რაოდენობა. ასევე შემცირებულია უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების მაჩვენებელიც.

აზიის განვითარების ბანკის თანახმად, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. 2017 წელს დაახლოებით 5.0% იყო.

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის იეშიმ ელჰან კაიალარის განცხადებით, ADB საქართველოს პარტნიორია 2007 წლიდან. მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მუშაობს.

ADB-ის  მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში გიორგი ლუარსაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ესქსპორტის დივესრიფიცირება შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ექსპორტის დივერსიფიკაცია საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით უნდა მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი