ახალი ამბებიგართობა

ვიდეო ▶ თბილისში 1.5-მეტრიანი გველხოკერა დაიჭირეს

6 ივნისი, 2018 • 8004
ვიდეო ▶ თბილისში 1.5-მეტრიანი გველხოკერა დაიჭირეს

თბილისში, ნუცუბიძის III მიკრორაიონის II კვარტალის IV კორპუსთან მდებარე სკვერში, მოქალაქეებმა დაახლოებით 1.5-მეტრიანი გველხოკერა ნახეს. გამოძახებიდან მალევე ამ სკვერში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა იმავე ზომის ბოხმეჭასებრთა ოჯახის წარმომადგენელი დაიჭირეს.

თბილისის ზოოპარკში განგვიმარტეს, რომ გველხოკერა უფრო ხვლიკია და არა გველი. სპეციალისტების თქმით, ეს სახეობა არაა შხამიანი და არც ადამიანს ერჩის.

ბოხმეჭასებრთა ოჯახის წარმომადგენელი იკვებება მწერებით, მოლუსკებით, თაგვებით და პატარა ზომის გველებით. გველხოკერას მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის მავნებლების განადგურებით.

საქართველოს ველური ბუნების ჯგუფის წევრები იმედოვნებენ, რომ მოქალაქეების შიშებისა და პანიკის გამო გველხოკერა არ მოკლეს.

იმ შემთხვევაში, თუ გველხოკერა ნახეთ თქვენს საცხოვრებელ სახლთან, არ მოკლათ. დაუკავშირდით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან თბილისის ზოოპარკს:

  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო – 2421424 / 577958777
  • თბილისის ზოოპარკი – 2332901

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ მაისი-ივნისის პერიოდში საკმაოდ ბევრი შეტყობინება მისდით დედაქალაქის სხვადასხვა ადგილებიდან, ხოლო დღეში საშუალოდ 3-4 გველსა და გველხოკერას იჭერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი