ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ ცხოვრობენ პენსიონრები აფხაზეთში

3 ივნისი, 2018 • 3078
როგორ ცხოვრობენ პენსიონრები აფხაზეთში

დღეს აფხაზეთის საპენსიო ასაკის იმ მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვინც წლების წინ, აფხაზეთის პარალელურად რუსეთის მოქალაქეობის მიღებაც მოასწრო. 

აფხაზეთში დღეს ოფიციალური ცნობით, 53 ათასამდე პენსიონერი ცხოვრობს, თუმცა, იმ პენსიონერთა რაოდენობა, ვისაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ერიცხება პენსია , ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში 32 179- ია.

მათი ე.წ. რუსული პენსიის ოდენობა პენსიონერთა ასაკზე და დამსახურებაზეა დამოკიდებული და 7-11 ათას რუბლამდე [276 – 434 ლარი] მერყეობს.

თუმცა, არიან ისეთებიც ვისაც რუსეთის მოქალაქეობაზე არ შეუტანია 2008 წლამდე და ამ დახმარების გარეშეა დარჩენილი. ისინი “აფხაზურ” პენსიას, დაახლოებით, 500-1500 რუბლამდე [20-60 ლარი] იღებენ.

“ეს ფული ბაზარში ერთხელ წასასვლელადაც არ კმარა”, – ამბობს 63 წლის მარინა კობახია, რომელიც დღესაც მუშაობს – საბავშვო ბაღში მრეცხავად, კვირაში ხუთი დღეს და ამისთვის 7000 [276 ლარი] რუბლს იღებს.

‘სანამ მაქვს ძალღონე სამუშაოდ, და ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს, რომ მთელი ეს ფული წამლებზე არ დავხარჯო, ოჯახს ვეხმარები. შვილიშვილები მყავს, თვეში ერთხელ მათთვის ახალი სათამაშოების ყიდვაც შემიძლია. თუმცა ჩემი ქმარი რუსულ პენსიას იღებს 8000 რუბლს [315-ლარი] და პარალელურად მძღოლად მუშაობს”, – ამბობს მარინა კობახია.

ასევე მუშაობით ირჩენს თავს პენსიონერია ალინა ივანბა. სოხუმის ადმინისტრაციის ბუღალტერი.

“სამსახურში გასართობად დავდივარ. 6000 რუბლად მუშაობაზე თანხმა ხარ, როცა სხვა ვერაფრით გაერთობი. 74 წლის ასაკში სხვა რით გავერთო? შვილიშვილები გაიზრდენენ, შვილები დაბერდნენ. პურის ფულს ყოველთვის მომცემენ, ზოგჯერ მეც ვეხმარები. რუსული პენსიაც მაქვს 7000 რუბლი. ვერ ვიტყვი რომ რამე მაკლია, ეგ მხოლოდ იმიტომ რომ მოხუცი ვარ, ახალგაზრდა კი 15 000 -ად [591 ლარი] ვერ იცხოვრებს, მითუმეტეს თუ ოჯახი გყავს” , – ამბობს ალინა ივანბა.

ახალგაზრდობაში ფიქრობდა პენსიით იცხოვრებდა.

“ჩვენ კომუნიზმს ვაშენებდით. ვიცოდით, რომ წინ ნათელი მომავალი გველოდა, მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა. არ მესმის, როგორ ცხოვრობენ დღეს ახალგაზრდები, რა ფულით, ვის იმედზე არიან. ისინი კი ვინც მთელი ცხოვრება მუშაობდა, ახლა თვეში 1000 მანეთზე [394 ლარი] ცხოვრობენ. ეს ყველაფერი უსამრთლოა”, – ამბობს ალინა ივანბა.

პენსიონერი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთში პენსიონერებისთვის ძალიან რთულია სიბერე.

“დამსახურებული დასვენება ალბათ არ დაგვიმსახურებია. მოხცებს უწვთ აქეთ იქით სიარული და ფულია შოვნა, ბევრი უმუშევარ შვილსაც თავად ინახავს”.

ამის ნათელი მაგალითია ნოდარ უბირია. 65 წლის პენსიონერი მთავარი მარჩენალია ოჯახში. საკუთარი ხელით მიშენება ააშენა სახლთან, ორი ოთახი – პატარა სასტუმრო. პენსიონერი ზღვიდან 70 მეტრში ცხოვრობს, ამიტომაც ზაფხულობით კლიენტები ყოველთვის ყავს. გარდა ამისა ტროლეიბუსების პარკში დისპეჩერად მუშაობს, 5000 რულბზე და 7000 რუბლს პენსიას იღებს.

“თუ გინდა იცხოვრო, შნო უნდა გქონდეს. ფული ზედმეტი არასდროსაა. სანამ ძალა მერჩის, უნდა ვიმუშაო”, – ამბობს ნოდარ უბირია.

აფხაზეთში სკოლებში, საავადმყოფოებში და ადამინისტრაციებში, ყველგან შეხვდებით საპენსიო ასაკის თანამშრომლებს. ჯერ კიდევ ენერგიულები და გამოცდილები და კარიერული წინსვლის პრეტენზიების გარეშე, დამსაქმებლებისთვის ცუდი შესაძლებლობა არ არის.

ისინი კი, ვინც 80 წელს ასაკს ზევითაა, საოჯახო მეურნებითაა დაკავებულია.

მათ შორის ერთ-ერთი ლუსია არგუნია.

ლუსია არგუნი 85 წლისაა, მარტო ცხოვრობს, თუმცა თავს მარტოსულად არ გრძნობს.

“ასეც კარგად ვარ, მშვიდად. ორი შვილი ახლოს ცხოვრობს. უფროსი შვილი მოსკოვშია. ზაფხულში ოჯახთან ერთად დასასვენებლად ჩამოდის. ყველაზე მეტად ის მეხმარება ფინანსურად. თუმცა არ მინდა მისი დახმარება. მხოლდო როცა რემონტი ან ახალი სარეცხი მანქანის ყიდვა მინდა. სხვა მხრივ მე ვინახავ ჩემს თავს. 80 წლის შემდეგ კარგ პენსიას ვიღებ. 10000 რუბლი. აფხაზურ პენსიაზე უარი ვთქვი, სასაცილოა, თავისთვის დაიტოვონ ეს უბადრუკი კაპიკები”.

აფხაზი პენსიორებების მონაყოლით შეიძლება დავასკვნათ, რომ არც ისე ცუადად ცხოვრობენ. აქვთ რუსული პენსიის მიღების საშუალება, ბევრი მუშაობსს, ბევრს შვილი ეხმარება. არიან ისეთებიც ვინც სიღატაკის ზღვარს მიღმაა.

ისევე, როგორც მთელ პოსტაჭოთა სივრცეში, პენსიონერები ვერ არიან უზრუნველყოფილი მხოლოდ პენსიით.  

რამდენიმე წლის შემდეგ, მთელი თაობა, რომელსაც რუსული პასპორტი არ აქვს, საპენსიო ასაკში მოუწევთ საკუთარი თავის რჩენა მოუწევს.

სვეტლანა შარანგია ოჩამჩირეში, საკუთარ სახლში მარტო ცხოვრობს. მისი ქმარი ორი წლის წინ გარდაიცვალა.  სამივე შვილი საკუთარ ოჯახებთან ერთად ცალკე ცხოვრობს. სვეტლანას მცირე ნაკვეთი აქვს, სადაც ხილი და ბოსტნეული მოჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი