ახალი ამბები

გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ ჩვენს ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა – ლომჯარია

6 ივნისი, 2018 • 3288
გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ ჩვენს ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა – ლომჯარია

მიწისძვრის შედეგად სახალხო დამცველის ოფისში ბზარები გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აქვეყნებს.

“მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ ჩვენს ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში. მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით”, – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუკზე.

ბზარი სახალხო დამცველის ოფისში © ნინო ლომჯარია

ბზარი სახალხო დამცველის ოფისში © ნინო ლომჯარია

ბზარი სახალხო დამცველის ოფისში © ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის აპარატი ოფისის ავარიულობაზე დიდი ხანია საუბრობს და შესაბამისი სახსრების ან ახალი ოფისის გამოყოფას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი