ახალი ამბები

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისშია

5 ივნისი, 2018 • 3513
რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი თბილისშია

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, რომელიც 14 მაისის გადაწყვეტილებით საქართველოში რუსეთის საპატრიარქოს პოზიციის წარმომადგენელია, თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც რუსეთის საპატრიარქო წერს, გუშინ, 4 ივნისს, რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოში ჩამოვიდა და შეხვედრა გამართა. შეხვედრას ვლადიმერ ალექსანდროვიც ესწრებოდა, რომელიც მიტროპოლიტმა ილარიონმა ქართულ მხარეს წარუგდინა.

ინფორმაციას შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოც ავრცელებს, თუმცა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ წერია ვლადიმერ ალექსანდროვის შესახებ. საქართველოს საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, რუსი მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოში ორ თანმხლებ პირთან ერთად ჩამოვიდა.

” [მიტროპოლიტ ილარიონის] სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა. უახლოეს პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიას ეწვევა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა,” – წერია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი მრევლისთვის თავის წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 14 მაისს მიიღო.

განცხადებაში, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ასევე წერია, რომ ეს შეთანხმებულია საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

“აუცილებლობის შემთხვევაში, მან უნდა წარმოადგინოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია” – ვითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი