ახალი ამბები

დათო ტურაშვილს “ქართული ოცნების” მისამართით სალანძღავი განცხადება არ გაუვრცელებია

4 ივნისი, 2018 • 4936
დათო ტურაშვილს “ქართული ოცნების” მისამართით სალანძღავი განცხადება არ გაუვრცელებია

ფეისბუკსა და ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მწერალმა დათო ტურაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც “ქართულ ოცნებას” აგინებს და “ნაციონალურ მოძრაობას” აქებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებული განცხადების ავტორი  დათო ტურაშვილის სახელითაა ფეისბუკზე რეგისტრირებული, თუმცა იგი არაა მწერალი დათო ტურაშვილი, რომლის ფოტოს თანხლებით მედიასაშუალებებმა და ფეისბუკზე რეგიტრირებულმა ჯგუფებმა გაავრცელეს მისი სახელით.

აღნიშნული განცხადებაში უშვერი სიტყვებითაა ნახსენები “ქართული ოცნება”. ტექსტის ავტორი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა გახმაურებული საქმეები, ინფრასტრუქტურული პროექტები, სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი