ახალი ამბები

ტოჩინოშინს კულტურის მინისტრმა სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

4 ივნისი, 2018 • 3811
ტოჩინოშინს კულტურის მინისტრმა სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს, რომელსაც ტოჩინოშინის სახელით იცნობენ, სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკის საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა.

პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ტოჩინოშინს აეროპორტში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იანვრის ბაშოს (იმპერატორის თასის) გამარჯვებულია. მან 15-დან 14 ორთაბრძოლა მოიგო და იმპერატორის თასი ჩაიბარა. იმპერატორის თასის ფლობა სუმოში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი