ახალი ამბები

მეტროს ამუშავებამდე ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

4 ივნისი, 2018 • 2349
მეტროს ამუშავებამდე ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

თბილსის მერიის სატრასპორტო კომპანიის ინფორმაციით, სანამ მეტრო მუშაობას არ გააგრძელებს, მანამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

თბილისის მეტრო 4 ივნისის დილიდან პარალიზებულია. მეტროს მემანქანეები მეტროში დასაქმებული 500–მდე ადამიანისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მეტროს გაფიცულ მემანქანეებს თვეში 1 400–1 800 ლარი ხელფასი აქვთ და ისინი ამ ხელფასის 45%–ით გაზრდას ითხოვენ.

თავის მხრივ, მერს ტყუილში ადანაშაულებენ მეტროს გაფიცული მემანქანეები. მათ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათი ხელფასი 1 200 ლარს არ აჭარბებს და თუ მერია 1 500–ლარიან ხელშეკრულებას გაუფორმებს, გაფიცვას შეწყვეტენ.

1127 ლარი ხელფასი – მეტროს მემანქანის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი