ახალი ამბები

ზაზა სარალიძე მთავრობას დამნაშავეების დასაკავებლად ვადას 10 ივნისამდე აძლევს

4 ივნისი, 2018 • 2408
ზაზა სარალიძე მთავრობას დამნაშავეების დასაკავებლად ვადას 10 ივნისამდე აძლევს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს შორის შეხვედრა დასრულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებას 10 ივნისამდე მისცა ვადა იმისათვის, რომ მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირები დაისაჯონ.

ზაზა სარალიძის თქმით, პარალელურად აქციები ისევ გაგრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა.

“თუ კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს. 10 ივნისამდე ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დაფარა. პრემიერმა მითხრა, გადავდეგები თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამ მისთვის კონკრეტული მოთხოვნები გადადგომასთან დაკავშირებით წაყენებული გვაქვს. 10 ივნისამდე თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავ, მოვუხმობ მთელ საქართველოს,”-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი