ახალი ამბებირეკლამა

ავიაკომპანია „YANAIR“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

4 ივნისი, 2018 • 1703
ავიაკომპანია „YANAIR“ საქართველოში ახალ მიმართულებას ამატებს

უკრაინულმა ავიაკომპანია „YANAIR“-მა ხარკოვიბათუმიხარკოვის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება  დაიწყო. ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ პირველ ივნისს მიენიჭა.

პირველი რეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს შესრულდა.  ავიარეისები Airbus A321, Boeing B737 და MD83 ტიპის საჰაერო ხომალდებით, მიმდინარე წლის 6 ოქტომბრამდე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

  •         4 ივნისიდან 23 ივნისამდეკვირაში ერთი სიხშირით (ყოველ ორშაბათს);
  •         23 ივნისიდან 6 ოქტომბრამდეკვირაში 2 სიხშირით (ყოველ ორშაბათსა და შაბათს)

უკრაინული „YANAIR“, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.  ახალი მიმართულების გარდა, ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს კიევიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით და ოდესიდან  – ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ასრულებს. მიმდინარე წლის 8 ივნისიდან, „YANAIR“ აგრეთვე დაიწყებს სეზონურ ფრენებს ლვოვიბათუმილვოვის მიმართულებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი